დღეს, 11 ნოემბერს, ალმაატაში მონუმეტალური კომპაზიცია „ყაზახეთი" გაიხსნა, რომლის ცენტში აღმართულია ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ნურსულტან ნაზარბაევის ძეგლი.
ალმაატის მერის განცხადებით, კომპაზიცია „ყაზახეთი" ქვეყნის დამოუკიდებლობის 20 წლისთავს ეძღვნება.
2009 წელს საინიციატივო ჯგუფმა ქალაქ შიმკეტში ნაზარბაევის მოოქროვილი ძეგლის დადგმის სურვილი გააჟრეა, თუმცა ხელისუფლებამ ინიციატივას უარით უპასუხა.
უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის იანვარში ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები გაიმართა, რომელშიც გამარჯვება კვლავ მომქმედმა პრეზიდენტმა ნურსულტან ნაზარბაევმა მოიპოვა.