მესამე დღეა ვერ ხერხდება კონტაქტის დამყარება საპლანეტთაშორისო სადგურ „ფობოს-გრუნტთან". გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ სადგურთან კავშირის დამყარების ხელახალი მცდელობა კვლავ უშედეგოდ დასრულდა.
რუსული საინფორმაციო წყაროების ინფორმაციით, საფრენ აპარატთან დაკავშირებას სპეციალისტები ევროპის კოსმოსური სააგენტოსა და ამერიკის კოსმოსური სააგენტოს დახმარებით შეეცადნენ.
„ფობოს-გრუნტს"თანამგზავრ მარს ფობოსიდან დედამიწაზე უნდა ჩამოეტანა გრუნტის ნიმუშები.
„ფობოს-გრუნტი" კოსმოსში ბაიკონურის კოსმოდრომიდან 9 ნოემბერს გაიგზავნა, თუმცა ძრავი არ ჩაირთო და აპარატის გაყვანა სასურველ ტრაექტორიაზე ვერ მოხერხდა.
რუსეთი სპეციალისტების განცხადებით, „ფობოს-გრუნტი" 1.2 მილიარდადაა დაზღვეული. მის შექმნაში რამდენიმე ქვეყნის სპეციალისტი და კომპანია მუშაობდა.