მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსში ტურისტების გაშვებამდე დრო ჯერ კიდევ დიდია, NASA უკვე შიშობს, რომ მათ გალაქტიკას ისეთი ზიანი არ მიაყენონ, როგორც ამერიკელებმა მიაყენეს მთვარეს 60-70-იან წლებში.
ამიტომაც NASA-ს გადაწყვეტილებით, შემუშავდა მთვარეზე მოქცევის რეგლამენტი, ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი წერს.
ამ დროისათვის კოსმოსის დაპყრობას და შესაბამისი ხომალდების წარმოებას 20-მდე კომპანია გეგმავს, რომელთა ინტერესსაც ამძაფარებს კომპანია Google-ის დანაპირები, რომელიც ბიზნესს სრულყოფილი მთვარეზემავალის შექმნისთვის 20 მლნ. დოლარს დაპირდა.
NASA-ს თანამშრომლები შიშობენ, რომ მომავალი ტურისტები მთვარეს ზიანს მიაყენებენ და იქ "საკუთარ კვალს დატოვებენ" , როგორც ეს ამერიკული ხომალდის "აპოლონის" მგზავრებმა გააკეთეს
"მიგვაჩნია, რომ ადამიანების მთვარეზე გამგზავრებისა და Google-ს პრიზის მიღებისთვის კომპანიები თავს არ დაზოგავენ, რამაც შესაძლოია მთვარე დაზიანოს, ამიტომ ჩვენ მთვარეზე მოქცევისა და გადაადგილების წესებზე ვმუშაობთ", - განაცხადა NASA-ს წამყვანმა თანამშრომელმა რობერტ კელსომ.