ტაჯიკეთის ასამდე მოქალაქეს, რომლებიც რუსეთში არალეგალურად იმყოფებოდნენ უახლოეს დღეებში ქვეყნის ტერიტორიას დაატოვებინებენ. ამის შესახებ bbcrussian რუსეთის ფედერალური მიგრაციის სამსახურის პრეს-სამსახურის უფროსზე ზალინა კორნილოვაზე დაყრდნობით იტყობინება.
მისი თქმით, მიგრანტებს დარღვეული აქვთ რუსეთში ყოფნის წესები. კორნილოვამ უარი განაცხადა კომენტარის გაკეთებაზე იმ მოსაზრებასთან დაკავშირებებით, უკავშირდება თუ არა ტაჯიკების გაძევება დუშამბეში რუსი მფრინავისათვის 8.5 წლით თავისუფლების აღკვეთას.
ტაჯიკეთის სასამართლოს მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის კონტრაბანდის, საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და ფრენის წესების დარღვევისათვის თავისუფლების აღკვეთამ მოსკოვის მწვავე რეაქცია გამოიწვია.
რუსეთის საგარეო უწყებამ ტაჯიკეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად ანგაჟირებული უწოდა.
ამავდროულად, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სამართალდამცავებს მოსთხოვა მკაცრი ზომები გაატარონ იმ დამქირავებლების მიმართ, რომლებიც ქვეყანაში უკანონოდ მყოფი პირების შრომას იყენებენ.