თეთრს სახლს სურს რაც შეიძლება სწრაფად გაიტანოს კონგრესში კანონპროექტი ჯექსონი-ვენიკის შესწორების გაუქმების შესახებ. ამის თაობაზე აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, იტყობინება "ბი-ბი-სი".
აშშ-ის ჩინოვნიკის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის ვმო-ს საკითხზე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე მოსკოვს ეგზა ეხსნება ვმო-ში გასაწევრიანბლად, რის შემდეგაც აშშ-ს რუსეთთან ნორმალური სავაჭრო სტატუსი უნდა გააჩნდეს.
ჯექსონ-ვენიკის შესწორება, რომელიც კონგრესმენების ინიციატივით 1974 წელს იქნა მიღებული, აშშ-ს უკრძალავდა შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის მოქმედებას იმ ქვეყნებთან, რომლებიც ზღუდავდნენ ადმაინების ემიგრაციის უფლებას. შესწორება კონგრესმა სპეციალურად სსრკ-ს წინააღმდეგ მიიღო და ქვეყნის დაშლის შემდეგ იგი არ გაუუქმებია.
რეჟიმის მოქმედება რუსეთზე, როგორც სსრკ-ს სამართალმემკვიდრეზე გავრცელდა.
ობამას ადმიისტრაცია ცდილობს, რომ შესწორების გაუქმება საშობაო არდადაგებამდე მოსაწროს.