ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მოხსენება, რომლის მიხედვითაც ირანის ბირთვულ პროგრამას სამხედრო შემადგენელი აქვს, პოლიტიზირებულია და ეფუძნება ფალსიფიკაციას, ხოლო თუ ისრაელი გადაწყვეტს ირანისათვის დარტყმის მიყენებას, საკუთარ არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. ამის შესახებ მოსკოვში ვიზიტად მყოფმა ირანის უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივნის მოადგილემ ალი ბაგერი-კიანმა განაცხადა.
"ბრალდება იმაზე, რომ ირანის ბირთვულ პროგრამას აქვს გადახრა სამშვიდობო შემადგენლიდან უსაფუძლოა. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს ბრალდებები არის ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მთელ რიგ საკითხებში აშშ-ის პოლიტიკური მარცხის შედეგი", - განაცხადა ბაგერი-კიანმა.
მანვე განმარტა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მოხსენება ეფუძნება ყალბ დოკუმენტებს, რომლის უმეტესი ნაწილი სააგენტოს აშშ-მა მიაწოდა.
ისრაელის პრეზიდენტის შიმონ პერსის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ სულ უფრო და უფრო შესაძლებელი ხდება ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის მიტანა და საკითხის სამხედრო გადაწყვეტა უფრო რეალურია ვიდრე დიპლომატიური, - ირანის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ განაცხადა, - "თუ სინოისტური რეჟიმი დაუშვებს ასეთ შეცდომაც, მაშინ დადგება საკითხი არა ლეგიტიმურობაზე არამედ მის (ისრაელის. რედ) არსებობაბზე"
მასალის გამოყენების პირობები