აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთის ხელისუფლებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გასაწევრიანებელი მოლაპარაკებების დასრულება მიულოცა.
რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების საკითხი 15-17 დეკემბერს გადაწყდება, თუმცა ქევეყანა ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი მას შემდეგ გახდება, როდესაც დუმა შესაბამისი ხლშეკრულების რატიფიკაციას მოახდენს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ხლშეკრულების რატიფიკაცია 2012 წლის ივლისში მოხდება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საბოლოოდ მიაღწია საქართველოსთან ხელშეკრულების გაფორმებას. ხელშეკრულების მიხედვით ტვირთების ბრუნვის მონიტორინს შვეიცარიის მიერ დაქირევებული კერძო კომპანია განახორცილებს.