დღეს, 11 ნოემბერს, გაეროს უშიშროების საბჭო პალესტინის ავტონომიის გაეროს სრულუფლებიანი წევრობის შესაძლებლობის საკითხზე იმსჯელებს.
შეგახსენებთ, რომ სექტემბერში პალესტინის ავტონიმიის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა პირადად გადასცა გაეროს გენერალურ მდივანს პან გი მუნს განაცხადი ავტონიმიის გაეროს სრლუფლებიანი წევრად აღიარების მოთხოვნის შესახებ.
უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე დღის წინ იუნესკომ საკუთარ როგებში მიიღო პალესტინის ავტონომია, რის შემდეგაც აშშ-მა და ისრაელმა განაცხადეს, რომ ორგანიზაციის დაფინასებას შეწყვეტენ. აშშ ორგანიზაციის უმსხვილესი დონორია.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უშიშროების საბჭოში აშშ ვეტოს უფრლებით ისარგებლებს.