"ალ-ქაიდას" ჩრდილოაფრიკულმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ შეძლო ხელში ჩაეგდო ლიბიის ექს-ლიდერ პოლკოვნიკ მუამარ კადაფის ძალების კუთვნილი იარაღი.
აღნიშნულ ინფორმაციას ბი-ბი-სი "ისლამის მაღრიბის ქვეყნებში ალ-ქაიდას ერთ-ერთ ლიდერზე დაყრდნობით ავრცელებს".
ინფორმაცია იარაღის სახეობის ან რაოდენობის შესახებ არ ვრცელდება.
უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე ხნის წინ ექსპერტები საფუძლიან შიშს გამოთქვამდნენ, რომ კადაფის იარაღი შეიძლებოდა ალ-ქაიდას დაჯგუფების ხელში აღმოჩენილიყო.