ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლუკას პაპადიმოსი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი გახდა. იგი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე კოალიციურ მთავრობას ჩაუდგება სათავეში.
ახალ კოალიციურ მთავრობას ევროკავშირის 130-მილიარდიანი დახმარების პროგრამის დამტკიცება მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის ექს-პრემიერმინისტრი გეორგეუს პაპანდრეუსი თანამდებობიდან ოპოზიციის მოთხოვნისა და სახალხო გამოსვლების შემდეგ გადადგა.
Photo: AFP