ირანი "მთელი ძალით უპასუხებს" ნებისმიერ თავდასხმას ან თუნდაც სამხედრო მოქმედებების საფრთხეს. ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის სულიერმა ლიდერმა ალი ჰამეინმა განაცხადა.
"მტერებმა - ამერიკამ, მისმა მოკავშირეებმა და სიონისტურმა რეჟიმმა - უნდა იცოდნენ, რომ ირანის წესებში არ არის სხვა ქვეყნებში შეჭრა. მაგრამ ის მთელი ძალით უპასუხებს ნებისმიერ აგრესიას და მუქარას", - ნათქვამია ალი ჰამეინის ოფიციალურ საიტზე.
ირანის სულიერი ლიდერი პირობას დებს, რომ ისლამური რევოლუციის დამცველები და არმია საპასუხოდ გამოიყენებენ ძლიერ დარტყმებს და "რკინის მუშტს".
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თეირანი ასაფეთქებელი ბირთვული მოწყობილობის შესაქმნელად ექსპერიმენტებს ატარებდა.