იტალია ევროზონისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა. მისი თქმით, ევროზონაში შემავალი ქვეყნების მთავრობებმა დაუყონებლივ უნდა გაატარონ ვითარების გამოსაწორებელი ზომები.
როგორც კამერონმა აღნიშნა, ევროკავშირის ეკონომიკის მესამე ქვეყნის ვალისა და საბიუჯეტო დეფიციტის ზრდა წარმოადგენს რეალურ საფრთხეს ევროპის ეკონომიკისთვის.
"იტალიამ დაჩქარებულად უნდა მიიღოს კრიზისიდან გამოსვლის გეგმა და მკაცრად დაიცვას მისი შესრულების ვალდებულება", - აცხადებს დიდი ბრიტანეთის პრემიერი.
შეგახსენებთ, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონომ განაცხადა, რომ იგი პრემიერის პოსტიდან მას შექმდეგ გადადგება, რაც ქვეყნის პარლამენტი ეკონომიკის კრიზისდან გამოყვანის გეგმას დაამტკიცებს.