რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი იმ დამსაქმებლების მკაცრად დასჯას ითხოვს, რომლებიც არალეგალური მიგრანტების შრომას უკანონოდ იყენებენ.
"მიმაჩნია, რომ უნდა გატარდეს უფრო მეტად მკაცრი ზომები იმ დამსაქმებლების წინააღმდეგ, რომელთათვისაც სარფიანია ადამიანების დაქირავება, მაგალითად მათი, რომელბიც უცხოეთიდან არალეგალურად ჩამოდიან", - განაცხადა მედვედევმა მოსკოვის აკადემიის რაიონის შს სამინისტროს განყოფილების პირად შემადგენლობასთან შეხვედრისას.
მან ასევე მოითხოვა იმ პირების დასჯა, რომლებიც მუშახელს რეგიონებიდან ქირაობენ და დაქირავებული არ იმყოფება შესაბამის დასახლებაში კანონით განსაზღვრულ აღრიცხვაზე.
მედვედევის თქმით, მუშახელის დაქირავების ეს მეთოდი ქმნის უამრავ პრობლემას, "დამქირავებლებს უნდა ესმოდეთ, რომ ასეთი ქმედება მთელს მსოფლიოში უკანონოდაა მიჩნეული.
"ეს არ არის მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ეს რიგ შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაცაა და ის უფრო აქტიურად უნდა გამოვიყენოთ", - განაცხადა მედვედევმა.