ნატო-ს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ნატო ელოდება, რომ საქართველოში დასრულდეს ყველა რეფორმა, რადგან ყოველდღიური პროგრესის შედეგად შესაძლებელი გახდება უფრო ახლოს მოვიდეს საქართველო ნატო-სთან.
"ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩვენ შევხვდით საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ვნახეთ მისწრაფება იმისადმი, საქართველოს მშენებლობა გაგრძელდეს. საქართველო უნდა იყოს დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში. ჩვენ ვნახეთ ის ბრწყინვალე პროგრესი, რომელიც არის მიღწეული ამ გზაზე. საქართველო სწორ გზაზე დგას ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით. ვნახეთ სხვა სფეროებიც, სადაც ბევრია გასაკეთებელი. ჩვენ ვლაპარაკობთ საარჩევნო რეფორმაზე, კანონის უზენაესობის გამტკიცებაზე. გარდა ამისა, აუცილებელია სასამართლო რეფორმის შემდგომი გაგრძელება და სამოქალაქო საზოგადეობის ჩართვა ყველა პროცესში", - აღნიშნა რასმუსენმა ბათუმში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე.
მისი თქმით, ნატო აგრძელებს არაღიარების პოლიტიკას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ.
"კონსტრუქციული დიალოგი მეტად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოვაგვაროთ ეს პრობლემები. აქედან გამომდინარე, მივესალმებით თქვენს ვალდებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ იყოს ძალა გამოყენებული. ჩვენი ვიზიტი საქართველოში არის დადასტურება ჩვენი მხარდაჭერისა. საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულბს ნატოსთვის", - განაცხადა რასმუსენმა.