ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა დღეს, 10 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტში გაიმართება. საბჭოს სხდომაში მონაწილეობას გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩები და საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები მიიღებენ.
სხდომაზე მოხსენებით გამოვა "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე.
მოხსენების მთავარი თემები - არჩევნები და დემოკრატია, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა და ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივა იქნება.