საქართველოს მიერ ავღანეთში გაწეულ წვლილსა და საქართველოს ნატოში შემდგომ წევრობას შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისში, სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში", პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს შემდგომი წევრობის ერთ-ერთი ფაქტორია, მაგრამ არის კიდევ სხვა ელემენტები, რომლებიც უნდა იყოს შესრულებული და დაკმაყოფილებული მანამდე, ვიდრე მოხდება საქართველოს ნატოში გაწევრიანება. რასმუსენმა მადლიერება გამოხატა ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობისთვის და განაცხადა, რომ საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმაში, რომ ავღანეთი ტერორისტებისთვის სამოთხე არ გახდეს.
"თქვენი ჯარისკაცები დიდ საქმეს აკეთებენ ავღანეთში. ისინი მუშაობენ ავღანეთში, იმ სფართხის მიუხედავად, რომელიც არსებობს. საქართველოს წვლილი ავღანეთში გვეხმარება, გავაუმჯობესოთ ურთიერთთანამშრომლობა და ოპერაციები. ეს არის საქართველოს და ნატოს შეიარაღებული ძალების ერთობლივი ოპერაციები. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ არ არსებობს პირდაპირი კავშირი ამ წვლილსა და საქართველოს შემდგომ წევრობას შორის", - განაცხადა რასმუსენმა.