საქართველო მნიშვნელოვანია ნატოსთვის, ისევე ,როგორც ნატოა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.
მისი თქმით, ბუქარესტში სამი წლის წინ გამართულ სამიტზე ნათელი განაცხადი გაკეთდა, რომ საქართველო იქნება ნატოს წევრი ქვეყანა. საქართველომ უნდა განაგრძოს ის რეფორმები, რომელიც ხელს შეუწყობს ნატოსთან დაახლოებაში.
"საქართველოში ბევრი რამე გაკეთდა ნატოსთან დაახლოების გზაზე, თუმცა სამუშაო ბევრია გასაკეთებელი და ამიტომ ვერ ვამბობ, როდის გახდება ზუსტად საქართველო ნატოს წევრი. ეს დამოკიდებულია ქვეყნის პროგრესზე", - განაცხადა რასმუსენმა.