ნატოს არაწევრ ქვეყანას ვეტოს უფლება არ აქვს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.
"ნატო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას გაფართოების შესახებ და არც ერთ არაწევრ ქვეყანას არ აქვს ვეტოს უფლება. მინდა ხაზი გავუსვ,ა რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა დაფუძნებულია ფუნდამენტურ პრინციპზე - ყოველ სუვერენულ ერს აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, გახდეს თუ არა ალიანსის წევრი. ჩვენი ღია კარის პოლიტიკა არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ და რასაკვირველია არც რუსეთის საწინააღმდეგოდ. პირიქით, ჩვენ გვინდა პოზიტიურად ვითანამშრომლოთ რუსეთთან", - განაცხადა რასმუსენმა და აღნიშნა, რომ გასული წლის ნოემბერში ნატოსა და რუსეთს შორის მოხდა შეთანხმება, რომლის მიხდევითაც, მათ უნდა შეიმუშაონ ერთობლივი პოლიტიკური პარტნიორობის გეგმა.
რასმუსენის თქმით, ამავდროულად, ღია კარის პოლიტიკა უცვლელია.