ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ნატო აგრძელებს არაღიარების პოლიტიკას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ და რუსეთმა უნდა შეასრულოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო ვალდებულებები.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ აფასებს ნატოს გენერალური მდივანი სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებს, რასმუსენმა უპასუხა, რომ ნატოს მომავალი არჩევნების მიმართ აქვს ის დამოკიდებულება, როგორიც ჰქონდა აფხაზეთში გამართული არჩევნების მიმართ.
"ჩვენი პოლიტიკა ასეთია: ვაგრძელებთ არაღიარების პოლიტიკას. რუსეთმა უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ერთადერთი გზა პრობლემის მოგვარებისა არის დიალოგი და თანამშრომლობა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის პროგრესი არ არსებობს, იმედი გვაქვს, რომ ჟენევის მოლაპარაკებები წარმატებით ჩაივლის პრობლემის გადაჭრის თვალსაზრისით", - განაცხადა რასმუსენმა.
მან მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საეთაშორისოდ აღიარების ფარგლებში. რასმუსენმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ის პატივს სცემს საქართველოს პრეზიდენტის დამოკიდებულებას აღინიშნული საკითხის მიმართ, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი ცდილობს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას მშვიდობიანი და კონსტრუქციული გზით.