ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფორგ რასმუსენი მიესალმება რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველო-რუსეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას.
რასმუსენის თქმით, ეს გაზრდის თავისუფალ ვაჭრობას და ეს ყველაფერი მოხდება ნატოს ამბიციის პარალელურად, რომ რუსეთი ჩაერთოს კონსტუქციულ ეკონომიკურ და უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობაში.
"ჩვენ მივესალმებით შვეიცარიის მიერ მიღწეულ შეთანხმებას. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული შეთანხმება გულისხმობს საერთაშორისო მონიტორების არსებობას საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს შეთანხმება უნდა მივულოცოთ ქართულ მხარეს", - განაცხადა რასმუსენმა.