საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა საქართველო-ნატოს კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლა ავღანეთში მყოფი ქართული შენაერთის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო.
გილაურის თქმით, ის ამაყობს, რომ ქართველი ჯარისკაცები იმყოფებიან ავღანეთში მშვიდობის დასამყარებლად და ეხმარებიან საერთაშორისო უსაფრთხოების დამყარებაში.
"რაც შეეხება საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, ეს ცალკეული პარტიის სურვილი კი არა, არამედ ყველა პოლიტიკური სპექტრის შეთანხმების ნაწილია. ბუქარესტის სამიტის შემდეგ საქართველოში ნატოში ინტეგრირების მხრივ ბევრი რეფორმა გატარდა. მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტი ნატოში გაწევრიანების მომხრეა. მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა ეკონომიკური თვალსაზრისით. კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, სასამართლო სისტემასა და ასევე ბიუროკრატიასთან ბრძოლაში. ზემოთ თქმულის საილუსტრაციოდ შემიძლია მოვიყვანო "ტრანსპარანს ინტერნეიშენალის" ბოლო კვლევის შედეგები, რომლის მიხდევითაც, საქართველო ნაკლებად კორუფციულ ქვეყანად არის დასახელებული. ეს მაჩვენებელი შეადგენს 3 პროცენტს და საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი და ა.შ." - განაცხადა გილაურმა.
გილაურმა აღნიშნა, ისიც რომ საქართველოში, მიუხედავად ამ რეფორმებისა, ყველაფერი კარგად არ არის და პრობლემები არსებობს დასაქმების კუთხით.