ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა ხვალ, 10 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტში გაიმართება. სხდომაზე მოხსენებით გამოვა „ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე. მოხსენების მთავარი თემები - არჩევნები და დემოკრატია, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა და ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივა იქნება.
საბჭოს სხდომაში მონაწილეობას გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩები და საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები მიიღებენ.