ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი, სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტებთან ერთად, ახლო მომავალში რამდენიმე მნიშვნელოვანი უფლებადაცვითი პროექტის განხორციელებას დაიწყებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ივანიშვილის პრესამდივნოდან აცნობეს, ეს პროექტია: პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა გათავისუფლებისთვის ყველა საჭირო მექანიზმების შექმნა.ყველა იმ პირის სამართლებრივი დაცვით უზრუნველყოფა, ვინც ახალი მოძრაობის მხარდასაჭერ პროცესებში ჩაერთვება და პოლიტიკური ნიშნით ხელისუფლების მხრიდან დევნის ობიექტი აღმოჩნდება. პატიმრების დასახმარებლად მიმართული სამართლებრივი და სოციალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება.
"კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვა და თითოეული მოქალაქისთვის სამართლიანობის განცდა პრიორიტეტული იქნება იმ საზოგადოებრივი მოძრაობისთვის, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი 25 ნოემბერს დააფუძნებს", -ნათქვამია განცხადებაში.