კომპანია Weinstein Co-მა ფილმ "რკინის ლედი" პრემიერის თარიღი გადადო. ფილმში მთავარი როლი მერილ სტრიპმა შეასრულა. როგორც გამომცემლობა The Hollywood Reporter იუწყება, ადრე დაგეგმილი 16 დეკემბრის ნაცლად ფილმი, რომელიც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ მარგარეტ ტეტჩერს ეძღვნება, გაქირავებაში 2011 წლის 30 დეკემბერს ჩაეშვება.
ამგვარად, პრემიერა უშუალოდ ამერიკული კინოაკადემიის წევრების მიერ კენჭისყრის დაწყებამდე გაიმართება. მათ არჩევანი 2012 წლის 13 იანვრამდე უნდა გააკეთონ, ხოლო 24 იანვარს "ოსკარი 2012" ნომინანტების სია გამოცხადდება.
შეგახსენებთ, რომ მერილ სტრიპს მიღებული აქვს ამერიკული კინოაკადემიის 16 ნომინაციის ჯილდო და ორი ოქროს სტატუეტი. მსახიობი პრაქტიკულად ყოველ წელს აცხადებს პრეტენზიას კინოინდუსტრიის მთავარ ჯილდოზე.