ლონდონში, საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის წევრ პარტიათა ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად ნაციონალური მოძრაობის წევრები გაემგზავრნენ.
საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი ევროპის მემარჯვენე ცენტრისტულ პარტიებს აერთიანებს და მის შემადგენლობაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც" შედის.
ფორუმი ორდღიანია და იგი 10-11 ნოემბერს იმართება. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ: გიგი წერეთელი, ზურაბ მელიქიშვილი და ირაკლი ქავთარაძე.
ლონდონში გამგზავრების წინ, გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დადგემილი შეხვედრის მასპინძელი მხარე ბრიტანელი ~კონსერვატორები~ არიან და მასში დიდი ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კამერონიც მიიღებს მონაწილეობას.