ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი მიესალმებიან "რესპუბლიკური პარტიის" რიგით მეთოთხმეტე ყრილობას და წარმატებას უსურვებენ პარტიას, როგორც თავიანთ მომავალ პარტნიორს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ბიზნესმენის პრესსამდივნოდან აცნობეს, ბიძინა ივანიშვილი იმედოვნებს, რომ "რესპუბლიკურ პარტიასთან" თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
"ვიმედოვნებთ, ის პოლიტიკური კურსი და მიზნები, რომლებიც ყრილობაზე გამოიკვეთება, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შეუწყობს ხელს", - ნათქვამია ივანიშვილის პრესსამდივნოს განცხადებაში.
"რესპუბლიკური პარტია" დღეს რიგით მეთოთხმეტე ყრილობას გამართავს, სადაც პარტიის ახალ მმართველ გუნდს აირჩევენ.