ნიუ-იორკში ბრაიტონ-ბიჩის რაიონში მშენებარე ხუთსართულიანი სახლი ჩამოინგრა.
ტელეარხ „ეი-ბი-სის" ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანის ამოყვანა შეძლეს.
ნანგრევების ქვეშ მოყოლილთა ზუსტი რაოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია.
ბრაიტონ-ბიჩი ბრუკლინის სამხრეთით მდებარეობს და ის ცნობილია, როგორც ადგილი, სადაც კომპაქტურად ცხოვრობოენ ყოფილი სსრკ-დან და უკრაინიდან ემიგრირებული პირები.