დღეს, 9 ნოემბერს, საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ეწვევა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციის თვითმფრინავი 15:00 საათზე ჩამოფრინდება. მანამდე, 09:00 საათზე, სასტურმო "რედისონ ბლუ ივერიაში" ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტთან დაკავშირებით მედიაცენტრი გაიხსნება. 10:00 საათზე კი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებისთვის მედიაცენტრი ბათუმის სასტუმრო "შერატონში" გაიხსნება.
16:20 საათზე, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" ნატო-საქართველოს კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართება. 16:45 საათზე, სასტუმრო "რედისონში" ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიხსნება.
18:30 საათზე, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის პრესკონფერენცია გაიმართება.
ვიზიტის მეორე დღეს ნატოს გენერალური მდივანი პარლამენტის წევრებს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება. იგი პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთობლივ პრესკონფერენციასაც გამართავს.
ვიზიტის მეორე დღეს ბათუმში რასმუსენს პრეზიდენტი სააკაშვილი მიიღებს. ანდერს ფოგ რასმუსენი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლასა და ავღანეთიდან დაბრუნებულ ქართველ ჯარისკაცებთანაც გეგმავს შეხვედრას.