საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის მიმართ არავითარი განსხვავებული მიდგომა არ იმოქმედებს. მინაშვილის თქმით, ივანიშვილმა თავად არჩია, ყოფილიყო რუსეთისა და საფრანგეთის მოქალაქე და არა საქართველოსი.
~ჩვენთვის მოქალაქეებს შორის არავითარი განსხვავება არ არსებობს. საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ანალოგიური ფორმით 800-მდე ადამიანს აქვს ნათქვამი, რადგან მათ მათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს. ივანიშვილის მიმართ მოქალაქეობასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან არავითარი განხვავებული მიდგომა არ იქნება~, - განაცხადა მინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ეს განცხადება მინაშვილმა დიასპორებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის დროს გააკეთა. ამ კანონპროექტის განხილვის ნაცვლად დღეს ოპოზიციის ნაწილმა და უმრავლესობამ ძირითადად ივანიშვილის საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე იკამათეს.