საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ხელისუფლებას პროგრამა - "საქართველო სიღარიბის გარეშე გაუხსენა" და ურჩია ნუ დაიწყებენ ისეთ პროექტებს, რომლებიც წინასწარვე ჩასავარდნად არის განწირული.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც უმრავლესიბის წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა მთავრობის 10-პუნქტიან გეგმაზე ისაუბრა.
გიორგი თარგამაძის განცხადებით, საზოგადოებამ მელიქიშვილის რიხიანი გამოსვლით მოისმინა, თუ როგორ აშენდება, დამშვენდება, გამრავლდება და დასაქმდება საქართველო.
გიორგი თარგამაძე იხსენებს, რომ ასეთივე შთამბეჭდავი გეგმა ჰქონდა ხელისუფლებას - "საქართველო სიღარიბის გარეშე". გიორგი თარგამაძის თქმით, ეს პროგრამა არა თუ ვერ განხორციელდა, არამედ ჩავარდა და ახლა უფრო მეტი ღარიბი ჰყავს ქვეყანას, ვიდრე ამ პროგრამის მომზადებამდე იყო.