კინოკომპანია Warner Bros აპირებს გადაიღოს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის ყოფილ აგენტ ალექსანდრ ლიტვინენკოზე, რომელიც პოლონიუმ-210 მოწამვლის შემდეგ, ლონდონში, გარდაიცვალა. როგორც იუწყებიან ფილმში მთავარი როლი მაიკლ ფასბენდერს შესთავაზეს.
ფილმის დამდგმელი რეჟისორი, შეიძლება გახდეს ფილმ "მაიმუნების პლანეტის ამბოხების" შემქმნელი რუპერ უაიტი. კონტრაქტი ორივე კინომატოგრაფისტთან ჯერ არ გაფორმებულა. პროექტი მოლაპარაკების სტადიაშია.
ალექსანდრე ლიტვინენკო, რომელმაც პოლიტიკური თავშესაფარი დიდ ბრიტანეთში მიიღო, 2006 წელს ლონდონის სავადმყოფოში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი პოლონიუმ-210-ით მძიმე ინტოქსიკაცია გახდა.
სიკვდილის წინ, ლიტვინენკომ მოწამვლაში მისი ყოფილი კოლეგები დაზვერვიდან და რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა. ბრიტანეთის ხელისუფლება, მკლელობაში ეჭვმიტანილად გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილ თანამშრომელს, ამჟამად სახელმწიფო დუმის დეპუტატს ანდრეი ლუგავოის მიიჩნევს.
2011 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში ლიტვინენკოს გარდაცვალების მიზეზების გამოძიება განახლდება.