"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთ ლიდერ დავით უსუფაშვილის განცხადებით, ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი "თავისუფალი დემოკრატებისა" და "რესპუბლიკელების" გარდა სხვა პარტიებთან პოლიტიკურ თანამშრომლობას არ აპირებს.
"ბიძინა ივანიშვილმა ძალიან დეტალურად განმარტა, რომ პოლიტიკურ გაერთიანებას არ ნიშნავს ყველასთან ვისთანაც შეიძლება შხვედრა ჰქონდეს. რაც შეეხება პარტნიორების თემას. მან არაერთხელ განაცხადა, რომ "რესპუბლიკურ პარტიასთან" და "თავისუფალ დემოკრატებთან" ის უკვე მზად არის თანამშრომლობისთვის. ჩვენ კონკრეტულ საკითხებზე ვმსჯელობთ. სხვა პარტიებიდან არცერთი არ დაუსახახელებია მას როგორც ახლოს მყოფი ამ დონის ინტეგრაციასთან და თანამშრომლობასთან", - განაცხადა უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ივანიშვილმა გამოთქვა მზადყოფნა იმისთვის, რომ ყველასთან საუბარი და შეხვედრა შეიძლება.
"ერთია შეხვედრა და კომუნიკაცია და მეორეა პარტნიორობა და რაიმე პოლიტიკური პროცესის წამოწყება. ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტიკურ პარტნიორობას აპირებს "რესპუბლიკური პარტიასთან" და "თავისუფალ დემოკრატებთან". სხვა საკითხები ასეთ დონეზე არ განიხილება", - აღნიშნა უსუფაშვილმა.