პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა ოპოზიცია დაამშვიდა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები არ გაიმართება.
26 მაისს ქუთაისში პარლამენტის სხდომის ჩატარების შესახებ პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებაზე განმარტების გაკეთება ფრაქცია ~ერთობა სამართლიანობისთვის~ მდივანმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ მოითხოვა.
~ყველანი დაწყნარდით, არავის არანაირი ვადამდელი არჩევნები არ ემუქრება და ამაზე ნუ ინერვიულებთ. იყავით მშვიდად! ეს პარლამენტი მუშაობას საკონსტიტუციო ვადებში გააგარძელებს"- განაცხადა მაჭავარიანმა. მისივე თქმით, პრეზიდენტმა ბრძანა, რომ პარლამენტის პირველი სხდომა ქუთაისში აშენებული პარლამენტისთვის გაიმართება და არა ახალი მოწვევის პარლამენტისთვის.
დომიტრი ლორთქიფანიძე კი უმრავლესობას მიმართა, რომ ის, რაც გუშინ პრეზიდენტმა განაცხადა, მოქმედ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
~უმრავლესობა ვერ ჩამოყალიბდა იმ ე.წ. ~მესიჯ-ბოქსთან~ დაკავშირებით, რაც მათი მხრიდან პრეზიდენტის ამ განცხადების შესახებ უნდა გააჟღერდეს. ერთის მხრივ, სააკაშვილის განაცხადება, ხოლო მეორეს მხრივ, უმრავლესობის დაბნეულობა, ხომ არ მიუთითებს, რომ იანვარ-თებერვალში, როცა მიხეილ სააკაშვილი წლიური ანგარიშით პარლამენტში მოვა, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მისგან სიურპრიზს უნდა ველოდით. პრეზიდენტი კარგი იურისტია და მას არ შეეშლებოდა, რომ როცა განცხადებას ქუთაისში 2012 წლის 26 მაისს პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების შესახებ აკეთებდა, ამით მოქმედ კონსტიტუციას ეწინააღმდგებოდა~ - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.