ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (მაგატე) მიერ ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ანგარიშიდან გამოჟონილი ინფორმაციით, რომელიც ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნას ეხება, ნათქვამია, რომ ირანი ბირთბული იარაღის შექმნის პირას დგას. ყოველივე ამას ირანი უცხო ქვეყნის სპეციალისტების მეშვეობით ახერხებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანისათვის ატომურ ბომბზე მომუშავე მთავარ მეცნიერად ყოფილი საბჭოთა მეცნიერი ვიაჩესლავ დანილენკო სახელდება. რუსეთი აცხადებს, რომ იგი უკრაინის მოქალაქეა. გაზეთ "კომერსანტის" ინფორმაციით, ამ სახელისა და გვარის ორი ფიზიკოსი არსებობს, რომელთაგან ერთი უკრაინის მოქალაქეა და ირწმუნება, რომ ირანში არასოდეს ყოფილა.
"ეს შეცდომაა, მე ირანში არასოდეს ვყოფილვარ, შესაძლოა საუბარი მიდის ჩემს მოგვარეზე რომელიც სნეჟინსკში ცხოვრობს", _ აცხადებს მეცნიერი "კომერსანტთან" საუბარში.
რაც შეეხება მეორე ამავე სახელისა და გვარის ფიზიკოსს იგი სნეჟინსკში მართლაც ცხოვრობს და ამჟამად უკვე პანსიონერი რუსეთს ბირთვულ ცენტრში მოწყობილ კონფერენციებში მონაწილეობს. ცენტრში მეცნიერის ირანში შესაძლო მუშაობაზე კომენტარი არავინ გააკეთა. "კომერსანტმა" კი თავად მეცნიერთან დაკავშირება ვერ მოახერხა.
ბრიტანული "The Guardian"-ი წერს, რომ "მაგატეს" წყაროების ინფორმაციით, დანილენკო, რომელსაც ირანის ატომურ ბომბთან აქვს კავშირი ამჟამდ ჩეხეთში დაწესებულება "Nanogrou"-ში მუშაობს, რომელიც უმცირეს ნაწილაკების გამოყენებით სამრეწველო საქმეში საჭირო უმცირესი ზომის ბრილიანტების დამზადებითაა დაკავებული.
შეგახსენებთ, რომ "მაგატე" თავის ანგარიშს მიმდინარე კვირას გამოქვეყნებს. წინასწარი ინფორმაციით, ანგარიშში არის დამადასტურებელი დოკუმენტაცია იმისა, რომ ირანმა ატომური ბომბის შექმნისკე მიმავალ გზაზე კრიტიკულ ზღვარს გადააბიჯა.
მასალის გამოყენების პირობები