შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, სამხატვრო საბჭოს შექმნის შესახებ ოფიციალურ განცხადება დღეს ვრცელდება. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" თეატრის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ელენე კვირცხალიამ განუცხადა, სამხატვრო საბჭო არჩევნების პრინციპით აირჩია.
„3 ნოემბერს გვქონდა არჩევნები, სადაც თეატრის შემოქმედებითმა ნაწილმა არჩევნების გზით აირჩია საბჭოს წევრები. მასში სულ 9 ადამიანია შესული და ისინი თეატრის მხატვრულ სტრატეგიას და შემოქმედებით განვითარებაზე იზრუნებენ", - აღნიშნა „ჯი-ეიჩ-ენთან" კვირცხალიამ.
ცნობისთვის, სამხატვრო საბჭოში შედიან თეატრის მმართველი ზაალ ჩიქობავა, მთავარი მხატვარი მირიან შველიძე, მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი, მსახიობები კახი კავსაძე, ჟანრი ლოლაშვილი, მარინა ჯანაშია, თათული დოლიძე, ზაზა პაპუაშვილი და ნინო კასრაძე.
მასალის გამოყენების პირობები