უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის განცხადებით, ჯონდი ბაღათურია ცდილობს დოლარების მომლოდინე გრძელ რიგში დაიკაოს ადგილი და ~იდაყვებით სხვები ჩააჩოჩოს~. აღნიშნული განცხადებმა გოკა გაბაშვილმა მას შემდეგ გააკეთა რაც ბაღათურიამ სხდომაზე ბენდუქიძის პუტინთან და ლავროვთან გადაღებული სურათები წარმოადგინა.
გაბაშვილმა დღევანდელ სესიაზე ისიც განაცხადა, რომ საქართველოში ახალი პრორუსული ცენტრი იქმნება.
გაბაშვილის შეფასებით, ბაღათურია ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს რუსეთში მოღვაწე ბიზნმესმენს, რომელიც საქართველოში რუსული კაპიტალით ჩამოდის და ამ გზით ქართული პოლიტიკის შესყიდვას ცდილობს და ბიზნესმენს, რომელიც რუსეთიდან ჩამოდის, რათაAქვეყნისთვის ყველაზე სასარგებლო ეკონომიკური რეფორმები გაატაროს.
გაბაშვილმა ფრაქცია ~ერთობა სამართლიანობის~ ის წევრებიც გააკრიტიკა, რომლებიც ებრალიძისა და ~მსგავსი ოდიოზური ფიგურების~ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე და კონფერენციებზე დადიან.
გაბაშვილის კრიტიკის ობიექტი ოპოზიციის იმ ნაწილი გახდა, რომლებიც ~დამფრთხალი თვალებს აცეცებენ, რომ რუსეთი არ გააღეზიანონ~.