ოპოზიციონერი დეპუტატის ჯონდი ბაღათურიამ მთავრობის 10 პუნქტიან გეგმას კომიკური გეგმა უწოდა. 
~ვინც კარგ ხასიათზეა, 10 პუნქტიანი გეგმა ცისფერ მთებს, ანუ ტიანშანს აგონებს, ვინც კარგ ხასიათზე არ არის ამისთვის არ სცალია~, - განაცხადა ბარათურიამ. 
~ქართული დასის~ ლიდერის აზრით, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს "ჩამორჩა". 
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მთავრობის 10-პუნქტიანი გეგმის შეფასებისას, ბაღათურიამ განაცხადა, ამ გეგმაში დამატებითი თანხები გამოყოფილია მთავრობის დროსტარებასა და სკვერების მოსაწყობად. 
მისი თქმით, პრეზიდენტი გაცვეთილი და მოძველებული სტეროტიპებით საუბრობს და აქცენტს არ აკეთებს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე.