საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, "მომავლის პარტიის" ლიდერი გია მაისაშვილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილს ავანტიურისტს უწოდებს. აღნიშნული კომენტარი მაისაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც კანდიდატმა პატარკაციშვილმა თავისი კანდიდატურის მოხსნაზე უარი განაცხდა.
"ბადრი პატარკაციშვილი ავანტიურისტია. იგი საქართველოს სხვა დიდი ინტერესების განსახორციელებელ პლაცდარმად იყენებს. ეს დაუშვებელია, ეს არაფერ კარგს არ მოგვიტანს არც ჩვენ და არც ჩვენს შვილებს", _ აცხადებს მაისაშვილი და დასძენს, რომ ქართველ ხალხს ანკარა წყაროსა და ჭაობის წყალს შორის არჩევნის გაკეთება მოუწევს.