პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა მაჟორიტარ დეპუტატებს მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ მთავრობის 10-პუნქტიანი გეგმის რეგიონებში განხილვაში.
მელიქიშვილმა დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა რომ ყველა რეგიონში, სოფელში უნდა განხორციელდეს მთავრობის 10-პუნქტიან გეგმის განხილვა, რომელიც ორ ძირითად საკითხზეა ორიენტირებული: უფრო მეტი სამუშაო ადგილების შექმნა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა.
"ეს გეგმა არ არის დოგმატური. ეს არის ქვეყნის განვითარების ხერხემალი", - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.