საქართველოს დედაქალაქში ნალექი დღეიდან უნდა შეწყდეს და გამოიდაროს. თუმცა ტემპერატურა არამდგრადი იქნება. უახლოესი დღეების განმავლობაში ღამით დაფიქსირდება ყინვა. ხვალ თბილისში თოვლჭყაპს კვლავ ელოდებიან. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი. ნალექია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოშიც. არამდგრადი ამინდები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 11 ნოემბრამდე შენარჩუნდება.
"დღეს ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან შემოსულმა ცივმა ჰაერის მასებმა, მთლიანად დაიკავა საქართველოს ტერიტორია. ამიტომ ჰაერის ტემპერატურამ დაიკლო. დღის განმავლობაში ვვარაუდობთ, რომ ნალექის ინტენსივობა იკლებს და მხოლოდ ზოგიერთ რაიონშია მოსალოდნელი ნალექი. აღმოსავლეთ საქართველოში თოვლის სახით. 9 ნოემბერს ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს, თუმცა ზოგიერთ რაიონში ნალექი ისევ შენარჩუნდება", _ აცხადებს სინოპტიკოსი ლია კაკიაშვილი.