ბლიც-ტურნირი ჭადრაკში - ამ ლოზუნგით მოჭადრაკეებმა პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ტურნირი საჭადრაკო კლუბ "ნტნ"-ში ჩატარდა. მასში 14 საერთაშორისო დიდოსტატი მონაწილეობს.
ტურნირს ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი ნანა ალექსანდრია და საჭადრაკო კლუბის საპატიო პრეზიდენტი გიგი წერეთელიც ესწრებოდნენ.
აქციის ხელმძღვანელები ამბობდნენ, რომ შესაძლოა მსგავსმა აქციებმა ყოველწლიური ხასიათი მიიღოს და სპეციალური ტურნირი _ პრეზიდენტის თასიც დაარსდეს.