დღეს, 8 ნოემბერს, სომხეთში დაგეგმილია ორი ქვეყნის მთავრობის წევრების პირისპირ შეხვედრა, სადაც მხარეები სომხეთ-საქართველოსთვის საინტერესო საკითხებს განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია სამუშაო ვიზიტით სომხეთში იმყოფება. სომხური მედიის ინფორმაციით, ქობალია სომხეთში სომხეთის ტრანსპორტისა და კავშირგამბულობის მინისტრის, მანუკა ვარდანიანის მიწვევით გაემგზავრა.
სომხეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე.