დღეს, 8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 174 წელი სრულდება. ამასთან დაკავშირებით, საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, ტრადიციულად ქართული კულტურის, ლიტერატურისა და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები 14:00 საათზე შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ მიაგებენ პატივს მწერლის ხსოვნას.
გაიმართება დაჯილდოების ცერომონიალი პოეზიის, პროზის, კრიტიკის, თარგმანის, ჰუმანიტარული მეცნიერების და ხელოვნების დარგში, სადაც მთავარი პრიზი "ილიას მედალი" და პრემია "საგურამო" გამარჯვებულ ნომინანტებს გადაეცემა.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან მცხეთა მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია; მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა; ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი და ილიას ფონდი შპს "კალასი".
დღეს, 8 ნოემბერს, დიდი ქართველი მწერლის, პოეტის, პუბლიცისტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 174 წელი შესრულდა. ილია ჭავჭავაძე 1837 წლის 8 ნოემბერს (ძვ სტ. 27 ოქტომბერს) ყვარელში დაიბადა. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი.