ბიძინა ივანიშვილი არჩევნებისთვის 60 000 დამკვირვებლის გადამზადებას აპირებს. ამის შესახებ ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს.
ივანიშვილის პირადი ადვოკატის, ეკა ბესელიას თქმით კი, არჩევნების მოსაგებად საჭიროა საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლების მომზადება, რომლებიც მათი წარმომადგენლები იქნებიან.
"სულ 3 600-ზე მეტი საარჩევნო უბანია და თითოეულზე 6-7 ადამიანია საჭირო. ეს რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს. რაც უფრო მეტი ადამიანი შეხვდება საარჩევნო პროცესს, მით უფრო მყარი იქნება ის სტრუქტურა, რომლითაც არჩევნები უნდა მოვიგოთ",- განაცხადა ბესელიამ.