ლონდონში, ბრიტანელი ფერმწერის მერიუ შეპერსონის (1785-1874 ) ნახატებს შორის, მე-17 საუკუნის ესპანელი მხატვრის, დიეგო ველასკესის უცნობი პორტრეტი აღმოაჩინეს.
2010 წლის აგვისტოში შეპერსონის ნახატები დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში Bonhams-ის აუქციონზე ჩაიტანეს, სადაც ექსპერტებმა მაშინვე შეამჩნიეს, რომ ერთი ტილო შესრულების ტექნიკით მკვეთრად განსხვავდებოდა სხვებისგან და ივარაუდეს, რომ ეს შეიძლება ველასკესის ნამუშევარი ყოფილიყო. სურათი აუქციონიდან მოხსნეს.
სათავო ოფისი დაუკავშიდა ექსპერტებს მადრიდიდან და დუბლინიდან, რომლებმაც კვლევების შემდეგ დაადასტურეს ესპანელის ავტორობა.
უცნობი მამაკაცის პორტრეტი ძველი ოსტატების ნამუშევართა აუქციონზე გამოიფინება, რომელიც 7 დეკემბერს გაიმართება. აუქციონის სახლი სურათს 2,2-3,4 მილიონ ევროდ აფასებს.
Bonhams-ის ძველი ოსტატების განყოფილების უფროსმა ენდრიუ მაკენზმა გამოთქვა რწმენა, რომ სურათი აჟიოტაჟს გამოიწვევს, რადგან მსგავსი აღმოჩენა "სიცოცხლეში ერთხელ ხდება".
შეპერსონის სურათები გასული წლის აგვისტოში გაიყიდა. როგორც გამომცემლობა აღნიშნავს, ბრიტანელის ყოველი სურათი 350 ათას ევროდ იყო შეფასებული. ხელოვნების ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ველასკესის ტილო შემთხვევით არ აღმოჩნდა შეპერსონის კოლექციაში - შესაძლებელია ბრიტანელი მხატვარი აგროვებდა ფერწერულ ნამუშევრებს. შეპერსონის სურათების ამჟამინდელმა მფლობელმა ანონიმად დარჩენა არჩია.
ველასკესის ნამუშევარი ბოლოს 2006 წელს აუქციონზე გაიყიდა.