საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გაბაშვილი განმარტავს, რომ არჩევნები 2012 წლის შემოდგომაზე ჩატარდება და არანაირ ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არ არის.
რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას 26 მაისს ქუთაისში პარლამენტის სხდომის ჩატარების შესახებ, გაბაშვილი განმარტავს, რომ ~მოიძებნება სხდომის ფორმატი, რომელიც შესაბამისი იქნება და წინააღმდეგობაში არ მოვა კონსტიტუციასთან~.
გაბაშვილი იმედოვნებს, რომ ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობა 26 მაისისთვის მზად იქნება.