საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ნიგერიაში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2011 წლის 5-6 ნოემბერს ნიგერიის ქ. დამატურზე და ქ. პოტისკუმზე განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით, რის შედეგად დაიღუპა და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი.
"საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს ნიგერიის მთავრობას და ნიგერიელ ხალხს, დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ქართული მხარე მკაცრად გმობს მომხდარ ტერორისტულ აქტებს, რომლებიც ძირს უთხრიან ნიგერიაში მშვიდობასა და სტაბილურობას და უერთდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მოწოდებას, რათა დაისაჯონ თავდასხმის მონაწილეები და ორგანიზატორები", - ნათქვამია განცხადებაში.