საქართველომ და რუსეთმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაცია შესაძლოა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი გახდეს. ეს განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ გააკეთა.
"მიღწეულია საბოლოო შეთანხმება, რომელიც რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ეხება და რომელშიც ასახულია ქართული მხარის მიერ დაყენებული ყველა მოთხოვნა. დოკუმენტი უკვე პარაფინებულია და მას 10 ნოემბერს მოეწერება ხელი", _ განაცხადა კალანდაძემ.