დღეს, 7 ნოემბერს, ბრიუსელში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი საშინაო საქმეთა ევროკომისარს სესილია მალმსტრომს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს გატარებული რეფორმები, საქართველოს წარმატებული გამოცდილება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საკითხებში და ევროკავშირსა და საქართველოს შორის რეადმისიის შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით მიღებული ზომები. შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების სფეროში საქართველოს პერსპექტივები.
მასალის გამოყენების პირობები