საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე არცერთი პროცესისგან, რომელიც სეპარატისტული რეჟიმების მიერ არის ინიცირებული, ქართული მხარე არც დადებითს და არც უარყოფითს არაფერს ელოდება.
"ე,წ, არჩევნებს ან სხვა ღონისძიებებს არ აქვს არანაირი იურიდიული დატვირთვა, მათ შორის არც პოლიტიკური, რადგან საერთაშორისო საზოგადეობა არ ცნობს ამ ტიპის არჩევნებს, არც აღიარებს მის შედეგებს და შესაბამისად ჩვენთვისაც ამას არანაირი განსაკუთრებული დატვირთვა არ ექნება", - განაცხადა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ 13 ნოემბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთში დე-ფაქტი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.